ახალი ამბები
"ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე ვარ" - ჭიათურის გამგებელმა პოსტი დატოვა
FaceBook
გამგებლის პოსტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მსგავსად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის პირველმა პირმაც დატოვა.
მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებელი სულხან მახათაზე 8 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია. მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ჭიათურის საკრებულომ ცნობად გუშინ მიიღო.

"ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე ვარ. გამგებლის მოვალოებას კი ჩემი პირველი მოადგილე თეიმურაზ ჭუმბურიძე შეასრულებს", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში სულხან მახათაძე.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თანამდებობის პირებს, რომელებიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებად არიან ჩართულნი დაკავებული პოსტი არჩევენებამდე ორი თვით ან უკიდურეს შემთხვევაში, ერთი თვით ადრე უნდა დატოვონ.

მახათაძეს ჭიათურის გამგებლის პოსტი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ერგო.

საარჩევნო კოდექსის თანამხმად, ჭიათურასა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

Print