ახალი ამბები
ხარაგაულში შუალედური არჩევნები დაინიშნება
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამგებლის ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.
მუნიციპალიტეტის გამაგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა, რომელიც ამავე დროს,  "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რიგგარეშე  არჩევნები გამგებლის უფლებამოსილების ოფიციალური შეწყვეტიდან 10 დღეში უნდა დაინიშნოს, ხოლო დანიშვნიდან არაუგვიანეს 50 დღეში უნდა ჩატარდეს.

საარჩევნო კოდექსის 169-ე მუხლის  მიხედვით,  შუალედური არჩევნები იმ შემთხვევაში ინიშნება, როცა გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე  ერთ წელზე მეტია დარჩენილი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნები 2014  წელს ჩატარდა. მორგი კი მომავალი წლის ოქტომებრში უნდა დაინიშნოს. 



Print