ახალი ამბები
ქუთაისში შესაძლოა "გოგონა სკაუტების" გუნდი შეიქმნას
FaceBook

ქუთაისში გაერთიანებული სამეფოს პროგრამა "GOLD" -ის ფარგლებში "გოგონა სკაუტების" გუნდის ჩამოყალიბება იგეგმება.


ამის შესახებ პროექტის წარმომადგენლებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მათი თქმით, გუნში გაწევრიანება ნებისმიერი ასაკის ქალბატონს შეუძლია.

 

"ჩვენ უკვე შევისწავლეთ საქართველოში სიტუაცია, თუ რამდენად პოპულარულია სკაუტები. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი ასეთი ორგანიზაცია არსებობს.
გვიანდა მათი რიცხვი უფრო გაიზარდოს და ქალბატონებისთვის შევქმნათ საკუტური ორგანიზაცია, სადაც ბავშვებს, მოზარდებს და ქალბატონებს ჩაუტარდებატ ტრენინგები, მოაწყობენ პიკნიკებს და მოახდენენ ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რათა აიმაღლონ საკუთარი თავისადმი რწმენა და მიიღონ გამოცდილება" - განაცახადა "GOLD"- ის წარმომადგენელმა, ნიკი ლაიკმა.

მისი თქმით, ამ მიზნით შეხვედრები მთელი საქართველოს მაშტაბით ჩატარდება, რათა გოგონები და ქალები გააძლიერონ.

"მიღებული შედეგები კი ინგლისში განიხილება. სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდება "სკაუტთა გაერთიანებები". ვფიქრობთ, 2017 წლიდან უფრო გავაქტიურდებით და საკუთარი ტრენერებით დავბრუნდებით, რათა მოხდეს ქუთაისში სკაუტთა გუნდების ლიდერთა გადამზადება"- განაცხადა ნიკი ლაიკმა.

გაერთიანებული სამეფოს პროგრამა "GOLD" 1910 წლიდან არსებობს და მას მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში 500 000 წევრი ქალბატონი ჰყავს.

 

Print