ახალი ამბები
მთის დღესასწაული ბაღდათისა და ადიგენის საზღვარზე
FaceBook
ბაღდათი–ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვართან მთის დღესასწაული გაიმართა. 9 აგვისტოს დამეგობრებულმა მუნიციპალიტეტებმა,  ბაღდათმა და ადიგენმა,  შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიება წარმოადგინეს.  ასევე, მოეწყო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, დოღი და სხვა სანახაობრივი აქტივობა.

ღონისძიებებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პირველი პირები, ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონისთან ერთად დაესწრნენ.

მთის დღესასწაული გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან იღებს სათავეს. გარკვეული პერიოდი ის აღარ აღინიშნებოდა. ტრადიცია 2015 წელს აღდგა და ბაღდათსა და ადიგენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.
Print