ახალი ამბები
წყალტუბოში 1000-ზე მეტ აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
მიმდინარე წლის 11, 15 და 16 აგვისტოს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქალაქ წყალტუბოს 3 ქუჩის 560 და სოფელ ქვიტირის 450 აბონენტს.

სარემონტო -საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება: ტაბიძის ქუჩის N1.1ა 3. 3 ა 5,7,9,11,13,15,17,19, გოგებაშვილის ქუჩის N 1, 2, 2ა, კოსტავას ქუჩის N 2,4 კორპუსებისა და კოსტავას ქუჩის კერძო მოსახლეობის მცირე ნაწილს სულ: 560 აბონენტს.

15 -16 აგვისტოს კი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გაზი გაეთიშება სოფელ ქვიტირის 450 აბონენტს.

ბუნებრივი აირით მომარაგება გაზსადენზე სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

Print