ახალი ამბები
ხარაგაულის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამაგებელი, რომელიც ამავე დროს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია, თანამდებობიდან გადადგა.

კობა ლურსამანშვილმა პოტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში დაარეგისტრირა.

გამგებლის მოვალეობას პირველი მოადგილე, პაატა გოგოლაძე შეასრულებს.

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის ინგა მაღაძის განმარტებით, ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, სადაც ცნობად იქნება მიღებული კობა ლუსრამანაშვილის გადაწყვეტილება.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თანამდებობის პირებს, რომელებიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებად არიან ჩართულნი.  დაკავებული პოსტი არჩევენებამდე ორი თვითან ან უკიდურეს შემთხვევაში, ერთი თვით ადრე უნდა დატოვონ.

"8 სექტემბრამდე მქონდა საშუალება რომ დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. მაგრამ ვითვალისწინებ ჩემი ოპონენტების პოზიციებსაც, რომლებიც ხშირად საუბრობენ, რომ შეიძლება ადგილი ქონდეს ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენებას", - ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

კობა ლურსმანაშვილს გამგებლის პოსტი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ერგო. 

Print