ახალი ამბები
ორმა ქუთაისელმა სომხეთში მწვერვალი დალაშქრეს
FaceBook
ორმა ქუთაისელმა მოყვარულმა მთასვლელმა სომხეთის უმაღლესი მწვერვალი არაგაწი დალაშქრა


მეგობრული ექსპედიციაში ორ ქართველთან რატი რატიანთან და ირაკლი გაბრიაძესთან ერთად ხუთი სომეხი მთასვლელი მონაწილეობდა.

ზღვის დონიდან 4095 მეტრის სიმაღლის მწვერვალზე ექსპედიციის წევრები სამი დღის მანძილზე ადიოდნენ.

"საკმაოდ რთული იყო ამ გზის გავლა, თუმცა 6 აგვისტოს 14 საათზე არაგაწის მწვერვალზე ავედით და ქართული დროშა ავიტანეთ," - ამბობს ექსპედიციის მონაწილე რატი რატიანი.

მისივე თქმით, ასეთი ექსპედიციები ერთის მხრივ განტვირთვის, მეორეს მხრივ მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების საშუალებაა.

"გამარჯვებული ხარ საკუთარ თავზე და უფრო მოტივირებული უბრუნდები ყოველდღიურ საქმეს, ასევე საკუთარი ქვეყნის კულტურას აცნობ სხვა კულტურის ხალხს", - ამბობს რატიანი.

ქუთაისელი მოყვარული მთასვლელების ორიენტირი სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი მწვერვალების დალაშქვრაა.

წელს ისინი ევროპის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზეც ასვლას გეგმავენ.


Print