ახალი ამბები
ქუთაისის # 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა ცნობილია
FaceBook
უკვე ცნობილია ქუთაისის # 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა.
კომისიის თვმჯდომარე კვლავ ავთანდილ ოსეფაიშვილია. თავმჯდომარის მოადგილე - გია ცაცაშვილი,  მდივანი - ლარინა ლალიაშვილი, წევრები: გელა თუთბერიძე, იზა ფერაძე და დავით ყიფშიძე.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, კომისიაში 7 პარტიის წევრი იქნება.  ესენია: "საქართველოს კონსერვატიული პარტია" - თეა ერგემლიძე, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - გიორგი ვაშაყმაძე, "თავისუფალი დემოკრატები" - მაია დათუსანი, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - პავლე გვარამია, "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" - ნინო შვანგირაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გიორგი კილაძე და "ქართული ოცნება" - ქეთევან ჯანელიძე.

საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.

Print