ახალი ამბები
ქუთაისში საცურაო აუზი, შესაძლოა, ლითოფონის ქარხანასთან მოეწყოს
FaceBook
ქუთაისში, მაღალი სტანდარტების საცურაო აუზი შესაძლოა,  ლითოფონის ქარხნის მიმდებარედ მოეწყოს.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, შოთა მურულიამ განმარტა. თუმცა, უცნობია, როდიდან დაიწყება მშენებლობა. მურღულიას თქმით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს პროექტთან და თანხის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით.

"ვცდილობთ,  იმ მოდელით წავიდეთ, როგორითაც სახელმწიფო გვიშენებს სპორტის სასახლეს და რაგბის მოედნებს. ეს მოდელი გულისხმობს,  რომ ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო გადაიხდის თანხას. სპორტის მინისტრათან მქონდა შეხვედრა და შევთავაზე, რომ თუ ასეთ მოდელში ჩაგვსვამენ, მზად ვართ ჩადოს კერძო ინვესტორმა თანხა და მერე ხუთი წლის განმავლობაში ბიუჯეტში გავითვალისწინებთ, რასაც ეტაპობრივად დავფარავთ. როგორც განვადება დაახლოებით ისეთი ვარიანტია, რაც მიღებული ფორმაა უცხოეთში", - ამბობს ქალაქის მერი.

ქალაქის მერის განმარტებით,  საცურაო აუზის ასაშენებლად დაახლოებით 5 მილიონი ლარია საჭირო.

Print