ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე "რესპუბლიკელ" დეპუტატს -თქვენ ხართ მატყუარა!
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი და წარმომადგენლობითი ორგანოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი, ნატო ქათამაძე ერთმანეთს დაუპირსპირდნენ.


საკრებულოს სხდომაზე ნატო ქათამაძემ ყოფილი თანაგუნდელები ინფორმაციის მიზანმიმართულად დამალვაში დაანაშაულა და განაცხადა, რომ მას უმრავლესობის სხდომების შესახებ შეგნებულად არ ატყობინებენ.

"მე არ მაგებინებთ როცა უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული. ამიტომაც ვსვამ ამ საკითხებს საკრებულოს სხდომებზე",-განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ქათამაძის განცხადებას გამოეხმაურა დავით დვალი და დეპუტატი სიცრუეში დაადანაშაულა.

"თქვენ ხართ მატყუარა. სირცხვილია თქვენნაირი დეპუტატი საკრებულოში. ჩემი აპარატი მუშაობს გამართულად და ყველა დეპუტატს მისდის შესაბამისი შეტყობინება სხდომების შესახებ",-განაცხადა დვალმა.

ნატო ქათამაძემ უმრავლესობა ინფორმაციის დამალვაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც მან ქალაქის მერს ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალური განხილვა მოსთხოვა, შოთა მურღულიამ კი განუმარტა, რომ საკრებულოს სხდომაზე ყველა ქუჩაზე არსებულ ვითარებას ვერ განიხილავენ.

Print