ახალი ამბები
იმერეთის სამ მუნიციპალიტეტს გერბი და დროშა არ აქვს
FaceBook
ვანი, ჭიათურა და თერჯოლა, ეს ის მუნიციპალიტეტებია, რომლებისთვისაც ჰერალდიკური სიმბოლოები ამ დრომდე არ შეუქმნიათ.
გერბისა და დროშის გარეშე დარჩენილი მუნიციპალიტეტების გამგებლები მუნიციპალიტეტების სიმბოლოების მიღმა დარჩენას, ყოფილ ხელისუფლებას აბრალებენ.
"მე როდესაც დავინიშნე გამგებლად, 2012 წელს დავაყენე საკითხი საკრებულოში, რომ კონკურსი გამოეცხადებიათ და გამარჯვებულს გერბზე ემუშავა, თუმცა მოხდა ისე, რომ გამარჯვებული გამოვლინდა, მაგრამ მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ რატომღაც დაბლოკა ეს საკითხი. თუმცა ამაზე უკვე მუშაობა მიმდინარეობს და ჭიათურას მალე ექნება გერბი,"- სულხან ამბობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე.
ჭიათურის გამგებელის მსგავსად, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელიც უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტისთვის გერბის შექმნის პირობას დებს.
"ჩემი წინამორბედი გამგებელი ვიცი, რომ მუშაობდა ამ საკითხზე, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიდა,"- განმარტავს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე.
მუნიციპალიტეტებისთვის საკუთარი გერბისა და დროშის შექმნა სავალდებულო 4 წლის წინ გახდა.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილ ჰერალდიკურ ნიშნებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდკის საბჭო ამტკიცებს.
ანა ჯანაშია

Print