ახალი ამბები
მოწამეთაში უნიკალური ჯიშის ბზა ნადგურდება
FaceBook
სოფელ მოწამეთასა და სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული ბზის ხეები ხმება.

"ეს ხეები საუკუნეების მანძილზე იზრდებოდა და ხარობდა, ახლა კი გადაშენების გზაზეა," -ამბობს სოფელ მოწამეთაში მცხოვრები ალექსანდრე დემეტრაძე.

ადგილობრივები და მოწამეთის მონასტრის სამღვდელოება ხელისუფლებას ყურადღებისკენ მოუწოდებს.

გარემოს დაცვის სამინისტროსგან ბზის ხეების გადარჩენის მიზნით პრევენციული ზომების მიღებას ითხოვს პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი გოგი წულაიც.

"თუ გარემოს დაცვის მინისტრი ამ საქმეს არ მიაქცევს ყურადღებას, ისტორია მას ამ სტატუსით - "გიგლა ბზა გამხმობი" დაიმახსოვრებს. ამიტომ დროა შეეშვას სკამის შენარჩუნებაზე ფიქრს და სასიკეთო საქმეები აკეთოს," - ამბობს გოგი წულაია.

მოწამეთაში არსებული კოლხური ბზა მცენარეთა წითელ ნუსხაშია შესული მისი უნიკალურობიდან გამომდინარე.

ბზის მარადმწვანე ხეები მოწამეთაში საუკუნეების მანძილზე ხარობს.

გარემოს დაცვის სამინისტროში "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე ეროვნული სატყეო დეპარტამენტი განმარტებას 2 საათში გააკეთებს.
Print