ახალი ამბები
დევნლები ბინებს ქუთაისშიც მიიღებენ
FaceBook
ქუთაისში, დევნილებისთვის საცხოვრებელი კორუსები შენდება.

შერვაშიძის ქუჩაზე 2 000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მოწყობა უკვე დაწყებულია.

პირველ ეტაპზე 2 კორპუსი აშენდება, სადაც 2016 წლის სექტემბერში ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. დანარჩენი კორპუსების მშენებლობა მოვალი წლიდან დაიწყება.

გარდა ამისა, დევნილები ბინებს შმიდტისა და ერისთავის ქუჩებზე უკვე დასრულებულ კორპუსებშიც მიიღებენ.

განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მათთვის 263 ბინა შეისყიდა.





Print