ახალი ამბები
ზესტაფონში გაჩერებების ადგილები აუქციონზე მეორედ გაიტანეს
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო გაჩერებების გაიჯარებაზე ელექტრონულ აუქციონი მეორედ მიმდინარეობს.
14 გაჩერების ადგილის გასასხვისებლად მუნიციპალიტეტმა პირველად აუქციონი მიმდინარე წლის 18 მაისს გამოაცხადა. თუმცა, მაშინ შეთავაზებით არავინ დაინტერსებულა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ედისონ სალაძე განმარტავს, რომ ობიექტებს ათწლიანი იჯარით ასხვისებენ. 

მისი თქმით, თუკი მეორე ჯერზეც ჩავარდა აუქციონი, მიიღებენ გადაყვეტილებას, მესამედ ისევ გაიტანონ თუ თვითმმართველობამ დაიტოვოს საკუთრებაში და თავად მოაწესრიგოს.

მოსაცდელი ადგილების მსგავსად, მუნიპიტალიტეტის საკუთარებაში არსებული ჯართის გაყიდვაზე გამოცხადებული აუქციონიც ჩავარდა.

ზესტაფონში სატრანსპორტო გაჩერებების გასხვისებას გასული წლიდან გეგმავენ.

საერთო ჯამში,   მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის იანვრიდან ამდრომდე  ქონების პრივატიზებიდან 16 091 ლარი არის შესული ბიუჯეტში.  

Print