ახალი ამბები
ზესტაფონში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრში გადაიყვანეს
FaceBook
ზესტაფონში 2 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შედეგად ბაზრის დაზარალებულო მოვაჭრეების ნაწილი სავაჭრო ცენტრში გადაიყვანეს. ნაწილი კი, ე.წ. შავი ბაზრის აღდგენას ელოდება.

ზესტაფონის სავაჭრო ცენტრში გადაყვანილ მოვაჭრეებს 6 თვიანი ხელშეკრულება უფორმდებათ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პირველი ორი თვე ისინი გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

"სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე  დავიკავეთ ფართი. ახლა ვაწესრიგებთ და მალე დავიწყებთ მუშაობას. ტანსაცმელზე ვმუშაობდი და რაღაც ნაწილი გადამირჩა. მართლია,  აქ ცოტა მეტი გადასახადია,  ვიდრე იქით გვქონა, მაგრამ აბა რა უნდა ვქნათ, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ", - ამბობს ახალ სავაჭრო ცენტრში გადაყვანილი მოვაჭრე, ირმა კაპანაძე.

შპს "ზესტაფონის სავაჭრო ცენტის"  დირექტორი,  მერაბ ჩხეტია განმარტავს, რომ ამდროისთვის ე.წ. შავი ბაზრის 24 მოვაჭრეს გაუფორმეს ხელშეკრულება,  ნაწილი კი  გაფორმების პროცესშია. 

"შევთავაზეთ, რომ თუკი  სულ მცირე ექვსი თვით  მაინც გადმოვიდოდნენ, პირველი ორი თვე  გადასახადს გადახდის გარეშე იქნებოდნენ. გვესმის ამ ადამიანების, მაგრამ  ჩვენც კომერციული ინტერესი გავქვს", - ამბობს ჩხეტია.

ზესტაფონის სავაჭრო ცენტრი ე.წ. შავი ბაზრის  მიმდენარედ არის განთავსებული. ორსართულიანი შენობა 2013 წელს გაიხსნა.  პირველ სართულზე 1 კვ.მ ფართობის ღირებილება თვეში 15 ლარს, ხოლო მეორე სართულზე  - 20  ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მოვაჭრეებს ვალდებულება აქვთ სალარო აპარატიც შეიძინონ, რისი მოთხოვნა ე.წ. შავ ბაზრში არ ქონდათ.  

ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე არსებული ე.წ. შავი ბაზრის ტერიტორია 1000 კვ მეტრ ფართობზე იყო განთავსებული, რომელიც 2 აგვისტოს გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. ბაზარში სულ 85 ინდ. მეწარმე იყო დასაქმებული. ხანძრის შედეგად 40 მეწარმის ტანსაცმელი მთლიანად, ხოლო დანარჩენის ნაწილობრივ დაიწვა.

ბაზრის მეპატრონის ცეზარ მაღლაკელიძის განმარტებით, სასაქონლო ზარალი 1 700 000 ლარს შეადგენს, ხოლო შენობა ნაგებობის დაახლოებით ნახევარ მილიონს. მეპატრონის ვარაუდით, ხანძარარი შეგნებულად გააჩანიეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

Print