ახალი ამბები
სოზარ სუბარი წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს - ძალიან დავაგვიანეთ თქვენთან
FaceBook
წყალტუბოში, დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იწყება. 

პირველ ეტაპზე ორი  10 სართულიანი კორპუსი აშენდება, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომდევნო ეტაპი კი, რომელიც 2017 წლიდან დაიწყება, დანარჩენი 6 ასეთივე კორპუსის აშენებას ითვალისწინებს.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, დღეს ის ადგილი მოინახულა, სადაც დევნილთა საცხოვრებლები უნდა აშენდეს.

სოზარ სუბარის თქმით, წყალტუბოში დევნილებისთვის პროექტის დაწყება დაგვიანდა, თუმცა, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.   

"ძალიან დავაგვიანეთ თქვენთან, მაგრამ ეს გარკვეულ საკითხებთან იყო დაკავშირებული. უკვე გამოცხადდა ტენდერი და რა ვადაც იქნება საჭირო შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად, მხლოდ ის დრო დააგვიანდება მშენებლობის დაწყებას. ამ პროექტით პრაქტიკულად მოვახერხებთ იმას, რომ ყველა მძიმე მდგომარეობაში მყოფი სანატორიუმი დაიხურება",- განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა დევნილებთან შეხვედრის დროს.  

8 ათსართულიანი  კორპუსის მშენებლობა, სადაც 560 დევნილი ოჯახი იცხოვრებს, 2018 წელს უნდა დასრულდეს.

წყალტუბოში 1000-ზე მეტი დევნილი ოჯახი სანატორიუმებსა და ძველ სასტუმროებში ცხოვრობს.  

Print