ახალი ამბები
სოზარ სუბარი - დევნილებს ატყუებენ
FaceBook
საქართველოს ლტოლვოლთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, დევნილებს თაღლითური დაჯგუფების წევრები ატყუებენ.

ეს განცხადება მინისტრმა დღეს წყალტუბოში დევნილებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

როგორც სუბარი განმარტავს, თაღლითური დაჯგუფების წევრები დევნილებს ფულის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების მიღებას პირდებიან. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ბრალდებით 8 დაჯგუფებაა დაკავებული.

" როგორც კი იწყება სადმე ახალი მშემენებლოაბა, ესენიც იწყენებ გააქტიურებას. მაგალითად, თბილისში დააკავეს პირები, რომლებიც საბურთალოზე სთავაზობდნენე დევნილებს ბინებს. თაღლითები კი დააკავეს, მაგრამ დევნილებმა დაკარგეს ფული. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი რამდენიმე დღის წინ ზუგდიდიში დაფიქსირდა," - აცხადებს სოზარ სუბარი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მაია ბ. და 1980 წელს დაბადებული ნანა შ., თაღლითობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით მოატყუეს ერთ-ერთი დევნილი პირი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მისთვის საცხოვრებელი ფართის მიღება.

ბინის სანაცვლოდ, ბრალდებულებმა დევნილ პირს მოსთხოვეს და თაღლითურად გამოართვეს 2000 აშშ დოლარი.

სამართალდამცველებმა მაია ბ. და ნანა შ. თანხის მიღებიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მაია ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, 2000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).



Print