ახალი ამბები
თევდორაძე, ბობოხიძე, წერეთელი - "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის სამ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ქუთაისის მაჟორიტარობისთვის აკაკი ბობოხიძე და გია თევდორაძე და გიგი წერეთელი იბრძოლებენ.

აკაკი ბობოხიძე სხვადასხვა წლებში 4 ჯერ იყო პარლამენტის წევრი. ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში იყო წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი. 2005 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით და 2006-2008 წლებში იმერეთის გუბერნატორის სავარძელს იკავებდა.

გიგი წერეთელი გია თევდორაძის მსგავსად,  საქართველოს მე-8-ე მოწვევის პარლამენტის წევრია. თევდორაძეს 2009-2012 წლებში ქუთაისის მერის პოსტი ეჭირა. 

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებზე ქუთაისის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელა "ქართულმა ოცნებამ" , "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" ,   ალასანაის პარტიამ და  პოლიტიკურმა მოძრაობამ "ახალი საქართველო".
Print