ახალი ამბები
"ნაციონალები" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებენ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" დღეს, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს დაასახელებს.

წინასწარ უკვე ცნობილია ორი კანდიდატის ვინაობა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ქუთაისის მაჟორიტარობისთვის აკაკი ბობოხიძე და გია თევდორაძე იბრძოლებენ.

აკაკი ბობოხიძე სხვადასხვა წლებში 4 ჯერ იყო პარლამენტის წევრი. 2005 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით და 2006 წლიდან 2008 წლის ჩათვლით, იმერეთის გუბერნატორი იყო.

რაც შეეხება გია თევდორაძეს, იგი საქართველოს მე-8-ე მოწვევის პარლამენტის წევრია. 2009-2012 წლებში კი ქუთაისის მერი იყო.

ვის დაასახელებს "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მაჟორიტარობის მესამე კანდიდატად, ჯერჯერობით უცნობია.

კანდიდატების წარდგენა 19:00 საათზე, მონ პლაზირის ტერიტორიაზე შედგება.

Print