ახალი ამბები
ქუთაისში ქალაქის მერთან არსებული ბიზნეს საბჭო შეიქმნა
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ქალაქის მერთან არსებული ბიზნეს საბჭო შეიქმნა.


საბჭოს შემადგენლობაში ქალაქში მოქმედი 35 ბიზნეს სექტორის წარმომადგენელია გაერთიანებული.

საბჭოს დებულების მიხედვით, მისი შექმნის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტრი მუშაობისა და ბიზნესის განვითარების მიზნით წინადადებების მიღება და რეკომენდაციების მომზადება. ასევე, ბიზნესის ხელშეწყობისათვის საკონონმდებლო ინიციატივების მომზადება.

საბჭოს თავმჯდომარე ქალაქის მერი შოთა მურღულიაა. მას ასევე ეყოლება ორი თანათავმჯდომარე - ვიცე-მერი, კოტე ქავთარაძე და სამკერვალო კომპანია "იმერის" წარმომადგენლი მაია სიმონიძე.

საბჭოს აღმასრულებელ მდივნად ქალაქის მერმა მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი დაასახელა.

რაც შეეხება, საბჭოში ბიზესსექტორის წარმომადგებლების ჩართვას, პაატა კლდიაშვილის თქმით, ამის სურვილი თავად მეწარმეებმა გამოთქვეს. კლდიაშვილის განმარტებით, ამ მიზნით საბჭოს დებულება ბაზაში არსებულ 3000- მდე მეწარმეს ინფორმაციის სახით გაუგზავნეს.

"ამ ეტაპზე 35 ბიზნესის წარმომადგენელმა გამოხატა დაინტერესება ბიზნესსაბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველა მათგანის განცხადება იქნა დაკმაყოფილებული", - ამბობს პაატა კლდიაშვილი.

განსხვავებული პოზიცია აქვთ თავად ბიზნესსაბჭოს წევრებს. მათი თქმით, შემოთავაზება ადგილობრივი თვითმმართველობისგან მიიღეს.

" საერთოდ ყველას დაეგზავნა მოწვევები. ჩვენმა კომპანიამ სურვილი გამოხარატა მონაწილოებაზე. ვფიქობ, რომ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი" - ამბობს შპს " მეოხის" წარმომადგენელი, ვლადიმერ კვერნაძე.

"მოგვივიდა მოწვევა და შემდგომ თანხმობა გამოვაცხადე", - ამბობს შპს "ტობეს" წარმომადგენელი თენგიზ ჩირაძე.

აღსანიშნავია, რომ "ტობე" მერიის მიერ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში აქტიურად მონაწილოებს.

შპს "კოკა-კოლა იმერი", შპს "დინა", შპს "ლითოფონი 2012", შპს "ქარვასლა"; შპს " XX1 საუკუნე",შპს "თერნალი -ჩაი", შპს "თეგიკა-უნივერსალი", შპს ბომონდი", შპს "გურმანი", შპს "კავკასია 2007", შპს "ენდოკრინოლოგიური დისპანსერი", შპს "კლინკა ლჯ" , რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი,
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატია - ეს იმ ბიზნესსაწარმოების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საბჭოს შემადგენლობაში არიან.

ქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული საბჭო ხელს შეუწყობს ქალაქში ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ის ამბობს , რომ ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ბიზნესსაქმიანობაში. სამაგიეროდ, მათ კოორდინირებული მუშაობა უნდა ქონდეთ.


Print