ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლის სასამართლო პროცესი 15 აგვისტოს გაიმართება
FaceBook
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადმინისტრაციასა და კომპანიის თანამშრომელს შორის დავაზე,  სასამართლო პროცესი 15 აგვისტოს გაიმართება.

წყალმომარაგების კომპანიამ,  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის საფუძველზეც,  მას  კომპანიის გათავისუფლებული თანამშრომლის,  ქეთი კიკვიძის სამსახურში დაუყონებლივ აღდგენა და განაცდურის ანაზღუარება დაეკისრა.

კომპანიის მიერ მიმდინარე წლის 13 მაისს სააპელაციო სასამართლოში შეტანილ  სარჩელზე, პროცესი 15 აგვისტოს არის ჩანიშნული.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კიკვიძის გათავისუფლება  კადრების ოპტიმიზაციით ახსენეს. ადმინისტრაცია 
"ქუთაისიპოტსთან" საუბარში ამბობდა, რომ კადრების შემცირება მართვის ეფექტურობას და გამოთავისუფლებული თანხებით რეგიონებში მომაუშავე ტექნიკური პერსონალებისთვის პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. 

კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის თანამშრომელი,  ქეთი კიკვიძე   სამსახურიდან გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე: 

წყალმომარაგების კომპანიას გათავისუფლებული თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

წყალმომარაგების კომპანიიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო პროცესი მოიგო

წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
Print