ახალი ამბები
ბაგა- ბაღის აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ
FaceBook
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს,  პედაგოგის,  მათ დამხმარეებს კი აღმზრდელის სტატუსი 2017 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭებათ. ამის შესახებ ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონპროექტში წერია,  რომლის  მიხედვითაც, ყველა ბაგა-ბაღში  მშობელთა საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნება.  ასევე, 10-მდე სამთავრობო სტრუქტურა თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას ბაგა-ბაღების გამართულად მუშაობაზე და ყველა აღმზრდელ-პედაგოგი ვალდებული იქნება, ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით გადამზადება გაიაროს.

კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მუხლი  ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის რეგულირებას ეხება.

კანონპროექტის  მიხედვით,  2-3 წლის ასაკობრივ  ჯგუფში არაუმეტს 25 ბავშვი უნდა იყოს, ხოლო,  რაც შეეხება აღმზრდელ-აღსაზრდელის თანაფარდობას, არ უნდა აღემატებოდეს 1-13-თან.

3-4 წლიან ჯგუფებში უნდა იყოს არაუმეტს 30 ბავშვი – მათი თანაფარდობა პედაგოგებთან 1-15-თან. 

თანაფარდობის ანალოგიური სისტემა იმოქმედებს ყველა ზედა ასაკობრივ ჯგუფშიც.

კანონპროექტი ძალაში  2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა.
Print