ახალი ამბები
ქუთაისის მერია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თავშესაფარს აწყობს
FaceBook
ქუთაისის მერია  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თავშესაფარს აწყობს.


საუბარია, იმ პირუტყვზე, რომელიც  ქალაქის ტერიტორიაზე  მწვანე საფარს  დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში მათი  საჯარიმო  თავშესაფარში გადაყვანა მოხდება.   

მსხვილფეხა პირუტყვის გარდა, თავშესაფარში, რომელიც  ავტოქარხნის დასახლებაში მდებარეობს, ვოლიერები ძაღლებისთვისაც მოეწყობა. 

ქუთაისის მერიის ააიპ  "სპეციალურ სერვისების" ინფორმაციით, თავშესაფრის  კეთილმოწყობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

"სპეციალურ სერვისებს" აღნიშნული ტერიტორია 2016 წლის თებერვალში გადაეცა. უკვე მოწესრიგებულია ადმინისტრაციული შენობა, ლაბორატორია, საოპერაციო და ძაღლების ვოლიერების ნაწილი.

ააიპ  ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ რომ  5 თვის მანძილზე თავშესაფრიდან გაშვილებულია 80 ძაღლი.
Print