ახალი ამბები
მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა
FaceBook
გარდაცვლილს ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა.

გარდაცვლილს ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტი გუშინ დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდნენ საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების წევრები მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად.

უმძიმესმა ავარიამ საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომობილში მსხდომი ცოლ-ქმარი გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი - ანი ჩხაიძე იმსხვერპლა.

Print