ახალი ამბები
ხარაგაულის გამგებელი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას არ დაესწრება
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დღეს დაგეგემილ საკრებულოს სხდომას, სადაც თავმჯდომარე უნდა გაადაყენონ, გამგებელი კობა ლურსამანაშვილი არ დაესწრება.

ის "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ საკრებულოს სხდომაზე მისი დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს.

"რატომ უნდა ვესწრებოდე სხდომას, რომელიც თავიდან ბოლომდე საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში ტარდება", - ამბობს კობა კურსმანაშვილი, რომელიც ამავე დროს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ხარაგაულში.

ლურსმანაშვილის თქმით,  გამგეობის წარმომადეგენლები, კერძოდ, სამსახურის უფროსები სხდომას შესაძლოა იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ დაესწრონ. 

საკრებულოს თამვჯდომარის ინგა მაღრაძის განცხადებით, საკრებულოში მიმდინარე პროცესებს სწორედ კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს.  

გამგებელს ასევე უპირისპირდება მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჭიპაშვილი, რომელიც ლურსმანაშვილს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

საკრებულოს სხდომა, სადაც თავმჯდომარე უნდა გაადაყენონ, დღეს 10:00 საათზე არის ჩანიშნული.
Print