ახალი ამბები
ქუთაისელი ამირან წიქორიძე სუმოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
FaceBook
ქუთაისელმა ამირან წიქორიძემ, მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში, სუმოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.

ქუთაისის მე-17 სპორტსკოლის წარმომადგენელმა ფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა.

წიქორიძემ პირველ წრეში მონღოლ ხიშიგბატ განბოლდს მოუგო. შემდეგ კი ესტონელ ვალდრე ოლივერს.

ფინალში გადასულმა ქართველმა სუმოისტმა იაპონელი იოტა კანოსთან შეხვედრა წარმატებით დაასრულა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.


Print