ახალი ამბები
ამომრჩევლებს საარჩევნო სიაში მოსახვედრად ვადა 1 აგვისტომდე აქვთ
FaceBook
რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, საარჩევნო სიაში მოსახვედრად ვადა 1 აგვისტომდე აქვთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეკომენდაციით, ასეთ მოქალაქეებს მეორე დღეა ემსახურებიან იუსტიციის სახლის ფილიალები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები.

შაბათ-კვირის მიუხედავად, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ამომრჩევლებს, შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თავი ერთიან საარჩევნო სიაში დაარეგისტრირონ.

ცესკო მოუწოდებს მოქალაქეებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დროულად გაიარონ რეგისტრაცია.

Print