ახალი ამბები
რიოს ოლიმპიადაზე იმერეთიდან 3 სპორტსმენი იასპარეზებს
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტებში რიოს ოლიმპიადის მონაწილე ქართველ სპორტსმენთა მხარდამჭერი აქტივობები  დაიწყო.
"ვგულშემატკივრობ საქართველოს'' - ასე ქვია "რიო 2016"–ის გულშემატკივრობის და მომზადების პროცესს, რომლის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

მხარის ყველა მუნიციპალიტეტში ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით სპორტსმენთა გასამხნევებლად გულშემატკივართა კლუბებიც შეიქმნება.

იმერეთიდან ოლიმპიადაზე სამი სპორტსმენი იასპარეზებს: ლაშა ტალახაძე - საჩხერე (ძალოსნობა), იაკობ ქაჯაია - წყალტუბო (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), სანდრო ბაზაძე - ქუთაისი (ფარიკაობა).

რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადა მარაკანას მოედანზე 5 აგვისტოს გაიხსნება და 26 აგვისტოს დასრულდება, სადაც საქართველოს სახელით, სპორტის 13 სახეობაში, 39 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

Print