ახალი ამბები
ქუთაისის მერს ხუთი მრჩეველი ჰყავს
FaceBook
ქუთაისის მერს შოთა მურღულიას ხუთი მრჩეველი ჰყავს.

ზურაბ ხურციძე, ოთარ ჩიხლაძე, მამუკა კუბლაშვილი, მამუკა ჭონიშვილი და თემურ ლანჩავა - ასეთია იმ ადამიანთა სია, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის პირველი პირისთვის  სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად არიან დასაქმებულნი. 

მაგალითად, ზურაბ ხურციძის კომპეტენციაში შედის შოთა მურღულიას ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მერიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაზე გაუწიოს რეკომენდაცია. ოთარ ჩიხლაძეს ქალაქის ურბანული განვითარების კუთხით შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის სრულყოფის საკითხებზე ევალება რჩევების მიცემა; მამუკა კუბლაშვილს - მერის მიერ საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარსადგენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავებაზე, მამუკა ჭონიშვილს - შესაბამის სამსახურებთან ერთად მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (kutaisi.gov.ge) ინფორმაციის განთავსების საკითხებზე;

რაც შეეხება ახლადანიშნულ მეხუთე მრჩეველს, თემურ ლანაჩავას მან ქალაქის მერს სახელოვნებო, კულტურულ, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში უნდა მისცეს რეკომენდაციები.  თავად, ლანჩავას განმარტებით, მრჩევლად ის ვალების გამო, პირადი თხოვნის საფუძველზე დაინიშნა.

ქუთაისის მერს 2015 წლის მდგომარეობით სამი მრჩეველი ჰყავდა. თითოეული მათგანის ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება 1 200 ლარს შეადგენს. 

Print