ახალი ამბები
"პატრიოტებმა" ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატად ზურა ხაჩიძე ქუთაისში წარადგინეს
FaceBook
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებულმა ოპოზიციამ" ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში წარადგინა.

პარტიის გადაწყვეტილებით ბორჯომის  დეპუტატობისთვის მომღერალი ზურა ხაჩიძე იბრძოლებს.

"ზურა 2008 წელსაც იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში და არაფერი გამოვიდა. მე და ზურა დიდი ხნის მეგობრები ვართ და მჯერა ის ყველაფერს გააკეთებს იმ ქალაქისთვის, რომელიც ასე ძალიან უყვარს",- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ინა ინაშვილმა.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემს საყვარელ ქალაქ წარმოვადგენ. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ამ პარტიის გევრდით",- განაცხადა ხაჩიძემ წარდგენაზე.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებულმა ოპოზიციამ" დღეს  ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ქუთაისის ორ სამაჟორიტარო ოლქში კანდიდატები დაასახელა.
Print