ახალი ამბები
"პატრიოტებმა" ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს
FaceBook
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდნენ დღეს ქუთაისში.

#47-ე ოლქში პარტიის სახელით ნინო ონიანი იბრძოლებს, ხოლო #47-ე ოლქში გია ბახტაძე. 

რაც შეეხება მესამე ოლქში კანდიდატს, პარტიის  ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა დღეს მისი ვინაობა არ დაასახელა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გოჩა თევდორაძის განცხადებით, # 49-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი უახლოეს დღებში გახდება ცნობილი.

არსებული ინფრომაციით,  აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარობას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას სთავაზობენ, თუმცა, წულაია აცხადებს, რომ ბოლმდე ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხზე არ აქვს.

წარდგენაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ამომრჩევლებისთვის კონკრეტული დაპირებები არ მიუციათ.

"გპირდებით ერთს - ყოველდღე ვიფიქრებთ იმაზე, რომ გავაკონტროლოთ თქვენი სურვილები",- განაცხადა ქუთაისის  #47-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ონიანმა.

კანდიდატების წარდგენას პარტიის ლიდერებთან ერთად ესწრებოდნენ კონსტანტინე გამსახურდია, ემზარ კვიციანი და მომღერალი ზურა ხაჩიძე.
Print