ახალი ამბები
"პატრიოტები" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებს 29 ივლისს დაასახელებენ
FaceBook
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მიმდინარე წლის 29 ივლისს დაასახელებს.

მათ პარტიის ხელმძღვანელი, დავით თარხან -მოურავი ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ წარადგენს.

მაჟორიტარობის ორი სავარაუდო კანდიდატის ვინაობა წინასწარაა ცნობილი.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსის, გოგიტა ხურციძის ინფორმაციით, #47-ე ოლქში პარტიის სახელით ნინო ონიანი იბრძოლებს, ხოლო #48-ე ოლქში - გია ბახტაძე.

რაც შეეხება მესამე, #49-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატს, გოგიტა ხურციძის ინფორმაცით, მას პარტიის ხელმძღვანელი შეხვედრაზე დაასახელებს.

მაჟორიტარების წარდგენა 15:00 საათზე დაიწყება.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" წინასაარჩევნოდ 5 პარტიასთან გაერთიანდა.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის მათთან ერთად "თავისუფალი საქართველო", პარტია "თავისუფლება", "ახალი ქრისტიან-დემოკრატები", "ვეტერანთა მოძრაობა" და "ტრადიციონალისტები" იბრძოლებენ.

Print