ახალი ამბები
ბურჭულაძის პარტია ვანში პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს
FaceBook
პაატა ბურჭულაძის პარტიაში მათი მხარდამჭერის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ ვანის მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, სოსო ჩიტორელიძეს "ქართული ოცნების" ოფისში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შემთხვევა 23 ივლისს მოხდა. ჩიტორელიძე "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" მხადამჭერია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ჩიტორელიძე "ოცნების" ოფისში დაიბარეს. ადგილზე მისულს კი, ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ლილუაშვილი, გამგებელი ზაზა ხურციძე, გამგებლის მოადგილე ლაშა გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი დახვდა.

"შეხვედრის მიმდინარეობისას დეპუტატმა გელა ვარდოსანიძემ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სოსო ჩიტორელიძე და მისი ოჯახი ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" მხარდამჭერია, რის შემდეგაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ოთახიდან გააძევეს," - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

"ქუთაისიპოსტი"  მცდელობის მიუხედავად ვერ დაუკავშირდა თავად სოსო ჩიტორელიძეს. რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის თნამშრომლებს, ვანის გამგებლის მოადგილე ლაშა გიორგაძე აცხადებს რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ქონია.

"რასაკვირველია თათბირი გვაქვა, მაგრამ მუნიციპალიტეტის შენობაში და არა "ქართული ოცნების" ოფისში. არც მე და არც არავის სოსო ჩიტოერელიძე არ უცემია", - ირწმუნება "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ლაშა გიორგაძე.
Print