ახალი ამბები
იმერეთში მზრუნველობამოკლებულ 23 ბავშვს დახმარება გაეწია
FaceBook
ქუთაისსა და ხონში არსებულ მცირე საოჯახო სახლების 15–დან 18 წლამდე ბენეფიციარებს ფინანსური დახმარება გაეწიათ.

"იზრუნე მომავალზე" – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც კომპანია "ნატახტარი" არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი სახლი – საქართველოს"–თან ერთად 2011 წლიდან ახორციელებს.

სატრანსპორტო ხარჯებისა და ბინის ქირის საფასური, სწავლისა და მართვის მოწმობის დაფინანსება, ანაზღაურებადი სტაჟირება – ძირითადად, ამ ტიპის დახმარება გაეწიათ მიმდინარე წელს მცირე საოჯახო სახლების 23 ბენეფიციარს ქუთაისსა და ხონში.

მოზარდებისთვის განათლებისა და დასაქმების კუთხით გაწეული საქმიანობის 5 წლიანი ანგარიში, პროეტის ხელმძღავნელებმა ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარმოადგინეს.








Print