ახალი ამბები
ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 6 000–მდე აბიტურიენტმა ვერ გადალახა
FaceBook

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 16%–მა ვერ გადალახა.



ეს კი დაახლოებით 6 000–მდე აბიტურიენტია.

მაია მიმინოშვილის თქმით, ტესტის 4–ვე ვარიანტი თითქმის თანაბარი სირთულის იყო. თუმცა, შედარებით უფრო რთული მესამე ვარიანტი გახლდათ, ამიტომ აქ გამსვლელი ქულა 23 და მეტია, ხოლო I, II და IV ვარიანტებში გამსვლელი ქულა 24 და მეტია.

ზოგადი უნარების პირველად შედეგებს აბიტურიენტები 2016 წლის 26 ივნისს 12 საათზე გაეცნობიან.

მათ შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. აბიტურიენტებმა საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 9333. სატელეფონოშეტყობინების საფასური 50 თეთრია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდა მიმდინარე წელს 38 500–ზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა.

 

Print