ახალი ამბები
"ჩემი საყვარელი ფილმი" – მოზარდებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება ესეების კონკურსს აცხადებს.


"ჩემი საყვარელი ფილმი" - ამ თემაზე 14-17 წლის ასაკის მოზარდებმა 150–დან 300 სიტყვიანი ესე უნდა დაწერონ.

მონაწილეებმა ნამუშევრები ელექტრონული ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე უნდა გააგზავნონ.

კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული მოზარდებისთვის მეორე ეტაპი დაიწყება, რაც კინოსკოლაში თეორული და პრაქტიკული კურსის გავლას გულისხმობს.

გამარჯვებულ კონკურსანტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კინოს ისტორიას, კინოწარმოების, კინოსაოპერატორო ხელოვნების, კინოსა და კულტურის მენეჯმენტის საკითხებს. ამასთანავე, მათ შეეძლებათ თავადაც გახდნენ დოკუმენტური და მხატვრული ფილმების გადამღები ჯგუფის წევრები.

მოზარდები კინოსკოლაში 10 დღის განმავლობაში, 2016 წლის 20-30 აგვისტოს ისწავლიან.

Print