ახალი ამბები
საქართველოში ქიმიაში საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება
FaceBook

 

მიმდინარე წლის 23 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით თბილისში ქიმიაში საერთაშორისო ოლიმპიადა ICHO ტარდება.

"ოლიმპიადა 2016" პირველად საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

მასში მონაწილეობის 75 – მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი მიიღებს, რომელთა შორის უცხოელი მოსწავლეები, მენტორები, მთავარი მენტორები და სამეცნიერო დამკვირვებლები არიან.

"ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ვანახოთ მსოფლიოს საქართველო, მისი კულტურა და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა. ოლიმპიადის არსებობის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველო მასპინძლობს ასეთი დონის ღონისძიებას. მსგავსი შესაძლებლობა არა მარტო საქართველოს, თითოელ ქვეყანას ათეოლობით წლების განმავლობაში ერთხელ ეძლევა, ვინაიდან 2021 წლამდე უკვე გაწერილია პროგრამა თუ რომელ ქვეყანაში ჩატარდება მომდევნო წლების ოლიმპიადა," - აღნიშნავენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის აღნიშნული უწყება ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეო, შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და ტურიზმის დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობს.


Print