ახალი ამბები
ანტისანიტარია მოწამეთას მონასტრის ტერიტორიაზე - წლობით გადაუჭრელი პრობლემა
FaceBook
მოწამეთის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარია წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემაა.

ადგილობრივები საუბრობენ, რომ ადგილზე დაბინძურების ძირითად კერას ქართველი და უცხოელი ტურისტები ქმნიან, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების უკონტროლოდ გადაყრას არ ერიდებიან.

რამდენჯერმე დასუფავების მიუხედავად, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად ანტისანიტარიაა.

ადგილის ნარჩენებისგან რამდენიმე დღის წინ ტყიბულის გამგეობის თანამშრომლებმა დაასუფთავეს.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის რამდენიმე ააიპ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მიიღეს.

ტყიბულის გამგებლის თქმით, ტერიტორიის დასუფთავება მათ ვალდებულებაში შედის. რობინზონ გვენეტაძე აღნიშნავს, რომ სპეცტექნიკას დაბინძურებულ ადგილებზე მისვლა უჭირს, რის გამოც საქმეში მოხალისეთა ჩართვა ხდება საჭირო.

"ვასუფთავებთ ხოლმე, მაგრამ ტექნიკა ვერ მიდის იმ ადგილას და ამიტომ ზოგჯერ ცოცხალი ძალით გვიწევს ტერიტორიის გაწმენდა", - განაცხადა რობინზონ გვენეტაძემ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

მოწამეთის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად სპეციალური ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო.


Print