ახალი ამბები
11 წლის ქართველმა გოგონამ ბებია 112–ზე ზარით გადაარჩინა
FaceBook
შს სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის 112 ცნობით, თბილისში მცხოვრებმა 11 წლის გოგონამ ბებია გადაარჩინა.

დეა გელაძემ 112-ზე დროულად დარეკა და შეუძლოდ მყოფ ბებიას დახმარება აღმოუჩინა.

"გოგონა სახლში, ბებიასთან ერთად, მარტო იყო. უეცრად ბებიამ გონება დაკარგა. დეამ იცოდა, საგანგებო სიტუაციაში როგორ უნდა მოქცეულიყო, ის არ დაიბნა და მაშინვე 112-ზე დარეკა. გოგონამ 112-ის ოპერატორს სწორად მიაწოდა ინფორმაცია. ოპერატორის თხოვნით, ის ხაზზე მანამდე დარჩა, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მათთან მივიდოდა, " - აცხადებენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში.

მათივე ცნობით, დეა გელაძე ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა. ის "112-ის გმირის" წოდებით დააჯილდოვეს.
Print
თეგები: #ზარი #გოგონა #112