ახალი ამბები
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაცენტრები იხსნება
FaceBook
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრები, საქართველოს 10 ქალაქში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ამოქმედდება.

გახნის ცერემონია, 2016 წლის 22 ივლისს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის, დაგლას ბოლის ვიდეომიმართვით დაიწყება.

მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობს.

ისინი, ასევე ხელს შეუწყობენ საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების სააერჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

მედიაბრიფინგების ორგანიზება, ჟურნალისტებისთვის არჩევნების თემაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა, – ეს ის მიმართულებებია, რაზეც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მედიაცენტრები იმუშავებენ.

მათი მუშაობა USAID–ის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Print