ახალი ამბები
სახელოვნებო "არტ რეზიდენცია" ხონში
FaceBook
ხონის განახლებულ კულტურის ცენტრში სახელოვნებო "არტ რეზიდენცია" პირველად გაიმართა.

პროექტის ფარგლებში ხონის სამხატვრო სკოლაში ოთხი ქვეყნის საფრანგეთის, ავსტრიის, სლოვენიისა და ლატვის მხატვრები ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ.

ისინი ასევე, ხონის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ.

არტისტებმა ამ დროის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები საჩუქრად მუნიციპალიტეტს გადასცეს.

პროექტი გარდა იმისა, რომ ხელოვანების შემოქმებებით ზრდას უწყობს ხელს, ასევე მიზნად ისახავს ხონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასაც.

გამოფენა ხონის კულტურის ცენტრში რამდენიმე დღე გასტანს. მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Print