ახალი ამბები
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულები ახალგაზრდა ცოლ–ქმარი არიან
FaceBook
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე უმძიმესი ავარიის შედეგად ახალგაზრდა ცოლ–ქმარი დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს მოხდა.

დაღუპულები ცოლ–ქმარი გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე არიან.

ისინი ბათუმიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ისვენებდნენ.

გარდაცვლილ წყვილს მცირეწლოვანი გოგონა დარჩათ.

შემთხვევის შედეგად დაშავდნენ საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების წევრები მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად.

უახლესი ინფორმაციით, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება.

მორაგბეების მეუღლეები კი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
Print