ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული რაგბისტების მდგომარეობა სტაბილურია
FaceBook
ავტოსაგაზო შემთხვევის შედეგად დაშავებული რაგბისტების, მერაბ კვირიკაშვილის და გიორგი ლომინაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"კვირაკაშვილი გულმკერდის დაჟეჟილობით და ფილტვის დაზიანებით შემოიყვანეს. მას ოპერაციას არ დასჭირვებია. მეორე დაშავებულის მდგომარეობაც სტაბილურია", - განუმარტა "ქუთაისიპოსტს" დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ექიმმა, დავით წულაიამ.

რაც შეეხება, მერაბ კვირაკშვილის მეუღლეს, რომელიც ფეხმძიმედაა, მას სხეულის მრავლეობითი დაზიანება აღენიშნება. ის სამტრედიის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

2016 წლის 21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტასაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯეხა.

შემთხვევის შედეგად ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა. არიან დაშავებულები, რომლებიც სამტრედიის, ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრსა და კლინიკურ საავადმყოფოში არიან განთავსებული.


Print