ახალი ამბები
2016 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებს ეწვია
FaceBook

ინფორმაციას დაცული ტერიტორიები სააგენტო ავრცელებს.


2016 წლის მონაცემებით, საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი დამთვალიერებელი პრომეთეს და სათაფლიის მღვიმეებს ეწვია.

სააგენტოს სტატისტიკით მიმდინარე წელს პრომეთეს მღვიმეს 50 654, ხოლო სათაფლიის მღვიმეს 39 273 ვიზიტორი ეწვია.

დამთვალიერებლების სიმრავლე იყო თბილისისა და სტეფანწმინდის ეროვნულ პარკებში, ასევე, ოკაცეს კანიონზე.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში ტურისტები ჩამოდიან, რუსეთი, ისრაელი, პოლონეთი, უკრაინა და გერმანია შედიან.



 

Print