ახალი ამბები
დემოკრატიის სკოლა ქუთაისში მეექვსე სასწავლო სეზონს იწყებს
FaceBook

ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტიტუტმა (NIMD) დემოკრატიის სკოლაში სწავლის მსურველთათვის ქუთაისში საინფრომაციო შეხვედრა გამართა.


ორგანიზაციის მთავარი მიმართულება საზოგადოებაში დემოკრატიის განათლების გაღრმავებაა.

"დემოკრატიის სკოლა ქუთაისში მეექვსე სასწავლო სეზონს იწყებს, სადაც დაინტერესებული ახალგაზრდები სწავლობენ დემოკრატიული საზოგადოებისა და პოლიტიკური აქტვიზმის შესახებ. მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები ეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებაში," - განაცხადა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტიტუტის დემოკრატიის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარიამ ჩიხლაძემ.

დემოკრატიის სკოლაშიი სწავლის მსურველებს ონლაინ აპლიკაციის შევსება 2016 წლის 28 ივლისამდე შეუძლიათ. შერჩეული 20 ახალგაზრდა 6 თვიან სასწავლო სეზონს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყებს.

დემოკრატიის სკოლები ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც 18 წლის ასაკიდან ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.

გარდა სატრენინგო პროგრამისა, კურსდამთავრებულები, ასევე მონაწილეობას ღებულობენ ნიმდის მცირე გრანტების კონკურსში, ერთობლივ კონფერენციებში, დემოკრატიის ბანაკში და სხვა ღონისძიებებში.

პროგრამის ფარგლებში დემოკრატიის სკოლები, პოლიტიკური განათლების ცენტრები თელავში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში ფუნქციონირებს.

ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტიტუტის (NIMD) პროექტი ჰოლანდიის მთავრობის დაფინანსებით საქართველოში 2011 წლიდან ხორციელდება.


 

Print