ახალი ამბები
საქართველოს 2000-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება
FaceBook
სამთავრობო ინიციატივისთვის 100 მილიონამდე დოლარი დაიხარჯება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ექნება.

სამთავრობო გეგმა "ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში განხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინიციატივა კერძო სექტორს არ დააზარალებს. მისივე ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულია ის ადგილები, სადაც სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების ინტერესები არ გადაიკვეთება.

იქ, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ არის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გამართვას ფონდი "ქართუ" უზრუნველყოფს.

პროექტს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფუძნებული კომპანია "OpenNet" განახორციელებს.

Print