ახალი ამბები
ქუთაისში მწერალთა სახლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა
FaceBook
ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, მწერალთა სახლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.


ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი. ჯერჯერობით, უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი.

თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ, მეორე სართულზე გაჩნდა.

"პირველი და მეორე სართულიდან გამოდიოდა კვამლი და ზუსტად ვერ გეტყვით სად გაჩნდა ცეცხლი", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილზე იმყოფება მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, თემურ ლაჩავა.

გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ნაგებობა ორგანიზაციას 1985 წელს გადაეცა. მწერალთა კავშირის შენობას 30 წელია რემონტი არ ჩატარებია.

Print