ახალი ამბები
მდინარე რიონიდან მაშველები მცირეწლოვანი ბავშვების ამოყვანას ცდილობენ
FaceBook
ქუთაისში, მდინარე რიონიდან მაშველები ორი მცირეწლოვანის ამოყვანას ცდილობენ.

ორი მცირეწლოვანი სკოლის მოსწავლე მდინარეზე იმყოფებოდა, როდესაც მდინარე რიონში წყლის დონემ მოიმატა.
"დილით, წყლის დონე დაბალი იყო და ბავშვები როგორც ჩანს სასეირნოდ ჩავიდნენ, შემდეგ წყალი გამოუშვეს და დარჩნენ ბავშვები მდინარეში,"- ამბობს თვითმხილველი.
მცირეწლოვნების დასახმარებლად ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

(ფოტო: ირაკლი აკობია)
ანა ჯანაშია

Print