ახალი ამბები
გენდერული საკონსულტაციო საბჭო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოსთან არსებულმა გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ 3 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

საბჭოს წევრები არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებია არიან.

ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭო კულტულურ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის" მიერ დაარსდა.

"წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები, რომელთა შორის ერთ-ერთი ქუთაისში არსებული უნივესიტეტების სტუდენტების მონაწილეობით შედგა. ახალგაზრდები ითხოვენ მეტად იყვნენ ჩართული და ინფორმირებული ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ. ამის შესახებ შემუშავდა სამუშაო გეგმა, რომელიც წარგდენილი იქნება საკრებულოს სხდომაზეც," - განაცხადა საბჭოს წევრმა, თეონა გოგიძემ.

ქუთაისის გარდა, გენდერული საკონსულტაციო საბჭო სენაკის, ბათუმისა და ოზურგეთის საკრებულოებთანაც ფუნქციონირებენ.

შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მომავალში ანალოგიური საბჭო, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება.



Print