ახალი ამბები
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მართვის ტერიტორიულ ორგანოებს უფლებამოსილება გაეზარდათ
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მართვის ტერიტორიულ ორგანოებს უფლებამოსილება გაეზარდათ. ცვლილების შედეგად  მათ საშულება ექნებათ გარდაცვალების და დაბადების შესახებ ცნობები, რასაც ამ დრომდე საჯარო რეესტრი გასცემდა, თავად უზურველყონ.

ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილება დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს.

ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გაზრდილი უფლებამოსილებები საკამათო გახდა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს  შორის. საკრებულოს "რესპუბლიკელი"  დეპუტატის  ნატო ქათამაძის განმარტებით,
განხორციელებული ცვლილება საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
მისივე თქმით, რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ იმიტომ მოიწვია, რომ ამ საკითხის განხილვა მოესწროთ.

თავის მხრივ, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ  "სამოქალაქო აქტების შესახებ" კანონში ცვლილება განხორციელდა და  ისინიც ვალდებული იყვნენ შესაბამის კანონქვემდებარე აქტშიც აესახათ ეს ცვლილება.

ქუთაისში სულ 12 მართვის ტერიტორიული ორგანოა.



Print